წამწამები
Starlet Lash Lift — წამწამების ლამინირების ნაკრები
წამწამების და წარბის ლამინირება — წამწამების პროდუქცია — ბუნებრივი ან გამომსახველი შედეგისთვის.
35.00 ₾
მარაგშია: 5 ცალი
კოდი: 21119
დეტალური აღწერა
პროდუქტის აღწერა: Starlet Lash Lift — წამწამების ლამინირებისა და დახვევის ნაკრებიწამწამების ლამინირების პროცედურას ხშირად ირჩევენ ისინი, ვისაც თხელი ან მოკლე წამწამები აქვს. ის აძლიერებს თვალების გამომხატველობას და ამავდროულად, წამწამებს უფრო მტკიცესა და მოვლილს ხდის. ლამინირება ასევე ხელს უწყობს წამწამების ბუნებრივი ფერის ხაზგასმას. ამ პროდუქტის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც პროფესიულ სალონში, ისე სახლის პირობებში. ნაკრები მოიცავს №1, №2 და №3 ლოსიონებს, სხვადასხვა ზომის სილიკონის ბალიშებს, აპლიკატორებს, წებოსა და ცხიმის მომცილებელ საშუალებას. ეს სრული კომპლექტი საშუალებას გაძლევთ, ლამინირების პროცესი თავიდან ბოლომდე განახორციელოთ. №1 ლოსიონი ამზადებს წამწამებს ფიქსაციისთვის და ეხმარება სასურველი ფორმისა და დახვევის შექმნაში. №2 ლოსიონი საიმედოდ აფიქსირებს ფორმას და უზრუნველყოფს ხანგრძლივ ეფექტს (2–3 თვემდე). №3 ლოსიონი უზრუნველყოფს ნაზ მოვლასა და დაცვას; ის ასრულებს პროცედურას და წამწამებს ანიჭებს ბზინვარებას, ტენიანობასა და ლამაზად დახვეულ ფორმას.
Starlet Lash Lift-ის უპირატესობები:
ლამინირების სრული ნაკრები
აქტიური ფორმულა
უზრუნველყოფს ხანგრძლივ ეფექტს (2–3 თვე)
შესაფერისია როგორც სახლის, ისე სალონის პირობებში გამოსაყენებლად
ატენიანებს და კვებავს წამწამებს
ჰიპოალერგიულია
გამოყენების წესი: პროცედურისთვის გამოიყენეთ ნაკრებში შემავალი ყველა პროდუქტი. ჯერ გაწმინდეთ (გააცხიმოვნეთ) თვალის ირგვლივ არსებული კანი და წებოს საშუალებით დაამაგრეთ სილიკონის ბალიშები. წაუსვით წამწამებს №1 ლოსიონი და გააჩერეთ 7–12 წუთის განმავლობაში (დამოკიდებულია წამწამების სტრუქტურაზე). მოაშორეთ ნარჩენები მიკროჯაგრისით და წაუსვით №2 ლოსიონი. გააჩერეთ კიდევ 7–12 წუთი, შემდეგ კი მოაშორეთ ნარჩენები. ბოლოს წაუსვით №3 ფორმულა, რომელიც განკუთვნილია წამწამების სტრუქტურის აღდგენისა და დატენიანებისთვის